თეგებით ძიება
16. 11. 2024 მსოფლიო

რუსეთმა ავსტრიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა - Reuters

რუსეთმა ავსტრიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ცნობისთვის, პარასკევს, 15 ნოემბერს, ავსტრიამ განაცხადა, რომ მოსკოვმა მას შეატყობინა იმის შესახებ, რომ გაზის მიწოდება 16 ნოემბრიდან შეწყდებოდა. ეს ენერგორესურსების ავსტრიული მიმწოდებლის OMW-ს სასარგებლოდ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მოყვა, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” მის გერმანულ ქვედანაყოფში გაზის მიწოდების ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

OMW “გაზპრომისგან” საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედეგად ზარალის 230 მილიონი ევროს მიღებას ცდილობს.

ქვეყნის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქვეყანა ამ სცენარისთვის მზად იყო და ქვეყანა “პუტინის მხრიდან შანტაჟს არ აყვება”.

“ეს ნიშნავს, რომ მოხდა ის, რისთვისაც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ვემზადებოდით… შემიძლია პირობა მოგცეთ: ზამთარში არავინ არ გაიყინება, არც ერთი ბინა არ დარჩება ცივი!” - განაცხადა ნეჰამერმა.

კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მან აღნიშნა, რომ რუსეთის შანტაჟის მიუხედავად, ევროპა მზად არის ზამთრისთვის და გაზის მარაგები გააჩნია.

“პუტინი კვლავ იყენებს ენერგეტიკას იარაღად. ის ავსტრიისა და ევროპის შანტაჟს ცდილობს გაზის მიწოდებების შეწყვეტით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და მზად ვართ ზამთრისთვის. გაზის საცავები გადავსებულია მთელი ევროკავშირის მასშტაბით”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა