თეგებით ძიება
17. 08. 2022 მსოფლიო

"რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია.

"რაც არ უნდა რთული იყოს, პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კრიზისის დროს. მე მსურს, უზრუნველვყო, რომ ჩვენი გზავნილები პირდაპირ მივიდეს რუსეთის პრეზიდენტამდე, რომ რუსეთმა პირდაპირ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა. ჩემი მკაფიო გზავნილი მისთვის არის ის, რომ მისი სტრატეგია უკრაინის მიმართ არ იმუშავებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ერთი მომენტიდან მეორეში შეიცვლის კურსს. მაგრამ პუტინმა უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი საუბრები მნიშვნელოვანია მომავალშიც“, - განაცხადა შოლცმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა