თეგებით ძიება

სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა - სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევას სოციალური ქსელით ულოცავს.

„ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიულმა პარტიამ“ ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა