თეგებით ძიება

„საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ" - ვიოლა ფონ კრამონი კობახიძეს პასუხობს

ღმერთო ჩემო, ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს, - ასე პასუხობს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯსომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც კრამონის შესახებ დღეს განაცხადა, რომ განაცხადა, რომ „როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ის არათუ გვარამიასთან, არამედ არავისთან შესაშვები არ არის“.

„საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, - წერს ტვიტერზე ვიოლა ფონ კრამონი.

დღეს კობახიძემ ევროპარლამენტართან დაკავშრებით განაცხადა: "ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, ეს არის შესაბამისი უწყების პრეროგატივა. ალბათ ჰქონდა საკუთარი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით. ვიოლ ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომელიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ.

მათ შორის ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით - მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი 7 სექტემბერს :"მთავარი არხის" გენდირექტორ, ნიკა გვარამიასთან საპატიმროში არ შეუშვეს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა