თეგებით ძიება
08. 09. 2022 მსოფლიო

კადიროველები სუსტი მეომრები არიან, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ძარცვავდნენ - უკრაინელი დეპუტატი

ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატის, სერგეი ხლანი განცხადებით "კადიროველები" სუსტი მეომრები არიან.

"კადიროველები“ ძალიან სუსტი მეომრები არიან, მათ არ იციან ბრძოლა და არც სურვილი აქვთ. ჩვენ კარგად გვახსოვს ერთი თვის წინ ბურიატების და კადიროველების დაპირისპირება. ბურიატები თავს ბატონებად გრძნობდნენ ჩერნობაევკაში, რეალურად ისინი აკონტროლებდნენ სიტუაციას. როცა „კადიროველები“ მოვიდნენ მათ ნაძარცვის განაწილება დაიწყეს, შემდეგ მოხდა სროლა და დაპირისპირება.

დეპუტატის თქმით, აგრესორებისთვის ახლა უფრო ადვილია დანებება, ვიდრე უკან დახევა.

"რუსები ახლა იმალებიან მიტოვებულ სახლებში, სარდაფებში“, - ამბობს დეპუტატი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა