ჰარი პოტერი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება - რუსეთის სახელმწიფო დუმა
რუსეთის სახელმწიფო დუმაში აცხადებენ, რომ ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია, ჰარი პოტერი და კომპიუტერული თამაში Minecraft-ი რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.
სახელმწიფო სათათბიროს კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ოლეგ მოროზოვმა უკმაყოფილება გამოთქვა საბავშვო ბანაკებში გამართული თემატური სესიებისა და გართობის გამო.
მისივე თქმით, "საბავშვო ბანაკებში დასვენების იდეოლოგიას საეჭვო აქცენტები აქვს“.
მოროზოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ბავშვთა ბანაკებში სამხედრო-პატრიოტულ საკითხებზე გაკეთდეს აქცენტი.
"კერძო ბანაკები აწყობენ თემატურ სესიებს. ბავშვები ერთობიან Minecraft-ის და Harry Potter-ის სულისკვეთებით, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება“, - აღნიშნა მოროზოვმა.