თეგებით ძიება

„ეს არის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი იმისა, თუ როგორი მილევადი ხდება რუსეთისა და პუტინის ძალა“ - რა ფოტოს აქვეყნებს ზურა ბატიაშვილი?

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფოტოს აქვეყნებს და წერს.

„დიპლომატიაში ხომ ყველა ნიუიანსი მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროტოკოლის ნაწილში.

დღეს ასე პატარა ბავშვივით ალოდინა ყირგიზეთის პრეზიდენტმა პუტინი შეხვედრაზე.

მანამდე იგი ალოდინეს ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა.

ადრე თავად პუტინს უყვარდა, როცა სხვებს ალოდინებდა. ახლა სხვა დროება დადგა და ყველა სამაგიეროს უხდის მას.

ეს არის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი იმისა, თუ როგორი მილევადი ხდება ჩვენ თვალწინ რუსეთისა და პუტინის ძალა და გავლენა.

დიდება უკრაინას!“ - წერს ბატიაშვილი.

დიპლომატიაში ხომ ყველა ნიუიანსი მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროტოკოლის ნაწილში.

დღეს ასე პატარა ბავშვივით ალოდინა...Posted by Zura Batiashvili on Thursday, 15 September 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა