"დედოფლის ცხედართან ერთად ამ მეფესაც იმდენს დაატარებენ ფეხით ეგეც გასასვენებელი არ გაგვიხდეს ცოტა ხანში კი მეშინია" - თეა თუთბერიძე
ლონდონში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ს დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს. ფაქტს "კმარას" ყოფილი ლიდერი, თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"დედოფლის ცხედართან ერთად ამ მეფესაც იმდენს დაატარებენ ფეხით ეგეც გასასვენებელი არ გაგვიხდეს ცოტა ხანში კი მეშინია. ისე კი ამ ათი დღის განმავლობაში ბრიტანელებმა პატივი მიაგეს დედოფალს, მსგავსი ალბათ თავადაც შესაძლოა ნაკლებად წარმოედგინა. ხალხი წვიმაში და ქარში ეს ათი დღეა ღამეებს ათენებდა 24 საათიან რიგებში რომ სამძიმარზე მისულიყვნენ და ამ ფორმით მადლობა ეთქვათ დედოფლისთვის", - წერს თუთბერიძე.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.