თეგებით ძიება

"იფიცებიან ვითომ კომპანიები, რომლების ხელმძღვანელებიც "ნაცმოძრაობას" უჭერენ მხარს, მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი აღმოჩდნენ სრულ უმცირესობაში" - მამუკა მდინარაძე

"დღევანდელი დღე იყო სრული ლუსტრაცია მათ მიერ დალაგებული კამპანიების. აღმოჩნდა, რომ ისინი თავიანთ კომპანიებშიც კი სრულ უმცირესობაში არიან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, დღეს გამართულ გაფიცვის კამპანიაზე აცხადებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელი დღე სრული ლუსტრაციისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა.

"ორი ამბავი აქვს თანმსდევად ამ დღევანდელ ე.წ. გაფიცვას. საბედნიეროდ აღმოჩნდა და ძალიან კარგია, დღევანდელი დღე იყო სრული ლუსტრაცია მათ მიერ დალაგებული კამპანიების. აღმოჩნდა, რომ ისინი თავიანთ კომპანიებშიც კი სრულ უმცირესობაში არიან. იფიცებიან ვითომ კომპანიები, რომლების ხელმძღვანელებიც "ნაცმოძრაობას" უჭერენ მხარს, მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი აღმოჩდნენ სრულ უმცირესობაში, ეს ერთი. ძალიან კარგია და დღევანდელი დღე იყო ძალიან კარგი დღე ამ სრული ლუსტრაციისთვის.

მეორე - როდესაც რაღაც ჩხუბი მოხდა ერთი-ორგან, დოლიძის კუთხეში მგონი თუ არ ვცდები, დაპირისპირება იყო, ტიტუშკებს ეძახიან. 1 120 000 კაცს თუ ტიტუშკას არ დაუძახებენ ძალიან კარგს იზამენ. რა არის იცით მთავარი, ტიტუშკები ხალხში შეერივნენ და ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრიან? წარმოიდგინეთ, ხალხს რეალურად იმხელა აგრესია აქვს მათ მიმართ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის ამ ხალხს, რომლებიც სამწუხაროდ სხვა ქვეყნების და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა