შემაშფოთებელია ინფორმაცია გახარიაზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობის შეახებ - ანიტა ჰიპერი
გავრცელებული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობის შეახებ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმაში შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალადობისა და დაუსჯელობას ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიაში, მით უმეტეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში“, – წერს ჰიპერი.