თეგებით ძიება

თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სასჯელი - ირაკლი კობახიძე

თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება ოპოზიციის გადასაწყვეტი.

„თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები“, - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა