თეგებით ძიება

„რამდენიმე ქართველი თავს რუსად ასაღებს ტელეგრამის ჩეთში...“ - რას წერს ნინო ჟვანია?

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, რომ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ რამდენიმე ქართველი თავს რუსად ასაღებს და რუსებს „ტროლავენ“.

„რამდენიმე დღეა რამდენიმე ქართველი თავს რუსად ასაღებს ტელეგრამის ჩეთში, სადაც უკვე ჩამოთრეულები აწი ჩამოსათრევებს რჩევა-დარიგებებს უზიარებენ. ძირითადად გიორგიევსკის ლენტებზე და Z- სიმბოლოზე, მოარიდეთ მაინც თვალს, არ ევასება აქ ზოგიერთსო. მოკლედ შევიდნენ ქართველები და დატროლეს იქაურები, ხან მესაზღვრე პოლიგრაფზე დაგკითხავსო, ხან გაწვევა თუ გიწევს ადგილზე გაპატიმრებენ ქართველები და იქვე გადაგცემენ რუსულ მხარესო. მიხაროდა, დააპანიკებენ და იქნებ პირი იბრუნონ, თურქეთს მიაწყდნენ მეთქი. ახლა გაბაზრდა ეს პონტი და ნახევარი ბაბლი შეესია ამ ჩეთს. ისე ეღადავებიან გულს კი ვიფხან, მაგრამ ღლიცინის დროა? მიხვდებიან რომ ვეკაიფებით და აღარ შეეშინდებათ, ჩამოვლენ. ჩემი აზრით ის ჯობდა, სანამ ვატყუებდით და ჯეროდათ რომ აქ თავყბას ვუერთიანებდით რაშისტებს“, - წერს ნინო ჟვანია და „სქრინებს“ აქვეყნებს.

„რამდენიმე ქართველი თავს რუსად ასაღებს ტელეგრამის ჩეთში...“ - რას წერს ნინო ჟვანია?


რამდენიმე დღეა რამდენიმე ქართველი თავს რუსად ასაღებს ტელეგრამის ჩეთში, სადაც უკვე ჩამოთრეულები აწი ჩამოსათრევებს...Posted by Nino Zhvania on Sunday, 25 September 2022



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა