თეგებით ძიება

"მინდა, რომ ეგ გზა დაიკეტოს და რუსები მაგ გზით კი არა, ჭუბერზე გადმოვიდნენ" - დინა მირცხულავა

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, დინა მირცხულავა ლარსის საბაჟოზე შექმნილ ვითარებაზე წერს:

“მიუხედავად იმისა, რომ ლარსთან ჩემი უახლოესი ადამიანები დგანან რიგში…

მინდა, რომ ეგ გზა დაიკეტოს და რუსები მაგ გზით კი არა, ჭუბერზე გადმოვიდნენ და დიდი, დიდი თოვლი მოვიდეს, როგორც იმ წელს !
მადლობა. დროებით…”, - წერს მირცხულავა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა