თეგებით ძიება
09. 10. 2024 ვიდეო

რას ამბობს იმ დაწესებულების დირექტორი ცეკვის მასწავლებელზე, რომელმაც ბავშვს სცემა? (ვიდეო)

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ცეკვის პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, თამარ მესხიძე ამბობს, ცეკვის მასწავლებელი მათ სასახლეში 2001 წლიდან მუშაობს და მერაბ დოლიძესთან დაკავშირებით აქამდე პრეტენზია არავის ჰქონია.

"აქამდე ზეპირი ან წერილობითი განცხადებით არავინ შემოსულა. მეუღლე არასრულწლოვან ბავშვებთან ეხმარება.

12 სექტემბრის ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებულია. კადრები სამართალდამცავებმა ამოიღეს, განჩინება მოიტანეს, შესაბამისი წერილი და ასე მოხდა კადრების ამოღება, " - ამბობს მესხიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა