თეგებით ძიება
09. 10. 2024 ვიდეო

"ყველაფერი დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა" - ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა, მერაბ დოლიძემ 12 წლის მოზარდს სცემა, - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" წერს.

გამოცემის ცნობით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი კი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

"ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს. ის პერიოდულად მასწავლებელსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ერთ მომენტში ფეხსაც ურტყამს. ინფორმირებული პირის თქმით, ეს ქალი მასწავლებლის მეუღლეა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობს და „ის მეუღლეს [ცეკვის მასწავლებელს] ეხმარებოდა“.

მასწავლებელს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მერაბ დოლიძეს ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან დაითხოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა