თეგებით ძიება
03. 10. 2022 მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთმა ბირთვულ იარაღი გამოიყენა, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის.

"ბირთვული რიტორიკა საშიშია. ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა აწარმოო. ეს არის გზავნილი, რომელსაც ნატო და ნატოს მოკავშირეები ნათლად გადასცემენ რუსეთს. ნატოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა ნატოს მტკიცე და ერთიან პასუხს გამოიწვევს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დასავლეთის საუკეთესო პასუხი პუტინისთვის იყო იმის გაგრძელება, რასაც აკეთებს ახლა: უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიწოდება.

"ეს არის საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეძლოს რეალურად გაათავისუფლოს და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ლიმანში წინსვლა ადასტურებს, რომ უკრაინელები პროგრესირებენ და შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცისა და უნარების გამო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე იმ მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც აშშ და სხვა მოკავშირეები აწვდიან. და ეს ყოველ დღე ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა