თეგებით ძიება
04. 10. 2022 მსოფლიო

რუსეთს სამხედროები სირიიდან და ციმბირიდან გამოჰყავს და უკრაინაში გადასროლას გეგმავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი გვარდიის ნაწილების ციმბირიდან და კონტიგენტის სირიიდან უკრაინაში გადაყვანას გეგმავს მაშინ, როცა მობილიზებული ოკუპანტები თვითნებურად ტოვებენ პოზიციებს და ალკოჰოლს მოიხმარენ.

„არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ციმბირის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დისლოცირებული რუსული გვარდიის ნაწილებისა და სირიაში დისლოცირებული რუსული კონტინგენტის უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების არეალში გადასროლა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მე-3 არმიის კორპუსის ქვედანაყოფები, რომლებიც ახლახან ჩამოაყალიბეს და უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ვერ ახერხებენ დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულებას.

„მოძველებული და გამოუსადეგარი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, პოზიციების უნებართვო მიტოვება და პერსონალის მიერ საბრძოლო დავალების შესრულებაზე უარის თქმა, ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, სამხედრო დისციპლინის სისტემატური დარღვევა წარმოადგენს მტრის აღნიშნული სამხედრო ნაწილების დემორალიზაციის ძირითად მიზეზებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.



წყარო: ipn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა