თეგებით ძიება
04. 10. 2022 მსოფლიო

უკრაინელი ხალხისთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხისთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი.

"უკრაინის ტერიტორიები დროებით ოკუპირებულია. ეს პრინციპში მშვიდად უნდა მივიღოთ, რადგან ომი ომია. ჩვენ დაგვჭირდება ამ ტერიტორიების გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის რუსეთის ფედერაცია.

ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი, რომელსაც სამწუხაროდ, ბევრი რესურსი აქვს. მიუხედავად ამისა, სავსებით შესაძლებელია მათთან გამკლავება იმ ბოროტების დასჯის თვალსაზრისით, რაც მათ ამ სამყაროში მოიტანეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა