თეგებით ძიება

“რუსეთი რომ ომს იგებდეს, ამის თქმას ბიძინას ვინ დაასწრებდა?” – დავით ზურაბიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს:

“ხშირად მსმენია, რომ ქართულ ოცნებას არა აქვს არანაირი იდეოლოგია. არადა როგორ არა აქვს? ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე აშკარად გამოჩნდა, რომ ოცნების იდეოლოგია არის ანტიდასავლური პაციფიზმი, რომელიც იმავდროულად აღიარებს რუსეთის უზენაეს უფლებას დაიწყოს ომი თუ მის ლიდერს ნერვებს მოუშლი. ეს პაციფიზმი კი ანტიდასავლური იმიტომაცაა, რომ დასავლეთი მუდმივად ნერვებს უშლის რუსეთის ლიდერს სხვა ქვეყნების მეშვეობით და ცდილობს რუსეთი ამ ქვეყნებთან ომში ჩაითრიოს.

ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, რომ აღნიშნული იდეოლოგიის განმსიტყვებლად ძირითადად გვევლინება ოცნებისგან განდგომილ სიმართლისმთქმელთა ჯგუფი შიგადაშიგ კობახიძის დაპაძერჟკებით და არა თავად ოცნება, მაგრამ ამის მიზეზი არის ის, რომ ეს დედამოხნული რუსეთი აგებს ომს და მერე ზაპადთან თუ აძინ ნა აძინ დავრჩით, ვიღაც ხომ უნდა შეწიროს ამერიკულ გველეშაპს? ჰოდა აგერაა გამზადებული სასტავი! აბა რუსეთი რომ ომს იგებდეს, ამის თქმას ბიძინას ვინ დაასწრებდა?”, - წერს ზურაბიშვილი.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვალში შეიჭრა, ომი ამ დრომდე გრძელდება და მას არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა