თეგებით ძიება
05. 10. 2022 მსოფლიო

ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - იენს სტოლტენბერგი

ნატო გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

“ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების შთამბეჭდავი პროგრესისთვის. რუსეთმა მისი დაწყებული ომი უნდა შეწყვიტოს. ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - წერს ნატოს გენმდივანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა