თეგებით ძიება
26. 06. 2024 სპორტი

ამ თერთმეტმა კაცმა მაქსიმალურად უნდა გვაჩვენოს ქართული თავდადება - რევაზ ძოძუაშვილი

ასე მგონია, რომ მე ვემზადები თამაშისთვის. მოგების გზა, კარგი თამაშის გზა არის მობილიზაცია. იმ თერთმეტმა კაცმა მაქსიმალურად უნდა გვაჩვენოს ქართული თავდადება, - ასე შეაფასა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ გერმანიიდან ჩართვისას საქართველოს ნაკრების თამაშის წინა განწყობები.

„ჩვენი მთავარი კოზირი იქნება ბორის პაიჭაძის, მიშა მესხის, ზაალ მეტრეველის, გივი ჩოხელის გადმოცემული ესტაფეტა ჩვენს თავზე. მათი გადმოცემული ძლიერი მხარეებით, მაგათ უეჭველად მოვუგებთ 3:0-ს. გვეამაყება, რომ ჩვენი გუნდი დღეს ევროპაზეა და ეს გზა ყოველთვის იქნება ხვალინდელი დღე მსოფლიოსთვის, ოლიმპიური თამაშებისთვის. დღეს გავედით ქალაქში და იმდენი ქართველი გულშემატკივარი ვნახეთ, როგორ ემზადებიან და ერი გამოცოცხლდა. მგონი ყველაფერი ნორმალურად დაგვიმთავრდება“, - აღნიშნა რევაზ ძოძუაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა