თეგებით ძიება
26. 06. 2024 მსოფლიო

რუსეთში სერიული მკვლელი ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს

რუსეთში სერიული მკვლელი იური გრიცესკო ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით, „მთავარი არხის“ ვებ-გვერდი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 61 წლის კაცმა ციხეში 22 წელი გაატარა და ის 6 ქალის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. 

საპატიმრო მან 2023 წლის სექტემბერში ვადაზე ადრე დატოვა. გამოცემა მიუთითებს, რომ კაცმა ომში ფულის სანაცვლოდ წასვლა თავად ითხოვა. 

იური გრიცენკო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. პირველად მკვლელობა მან 1993 წელს ჩაიდინა, 9 წელი მოიხადა და წლინახევრით ადრე გათავისუფლდა. ამის შემდეგ მან კიდევ 5 ქალი მოკლა, 10 კი მის თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა. ის ქალებს თავს ძირითადად ტყე-პარკებში ესხმოდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა