ვითარების მცდარმა გათვლამ შეიძლება, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის - ბერბოკი
ვითარების მცდარმა გათვლამ შეიძლება, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და ლიბანურ დაჯგუფება "ჰეზბოლას“ შორის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ლიბანში ვიზიტის დროს განაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
"ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს სამხრეთ საზღვარზე დაძაბულობის განმუხტვისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც აუცილებლად გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას სამხრეთში“, - აღნიშნა ბერბოკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ და ომის რისკები არსებობს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში ისრაელიდან ჩავიდა.