თეგებით ძიება

"ვიდრე მე და ბავშვები დასასვენებლად ვიყავით, ჩემს ქმარს სახლში ვიღაც ჰყავდა მოყვანილი და ჩვენს ლოგინში ეწვინა... სულიერად ვინგრევი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ვქნა"

სოციალური ქსელის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, ანონიმი ავტორი ოჯახის საკუთარი ტრაგედიაზე წერს და მომხმარებლებს უყვება, რომ ქმარმა უღალატა.

"9 წელია ქორწინებაში ვარ, მანამ 5 წელი ვიყავით შეყვარებულები. უკვე 32 წლისები ვართ მე და ჩემი ქმარი, შვილებიც გვყავს. აქამდე ვფიქრობდი, რომ ბედნიერი ოჯახი მაქვს. ხანდახან რაღაცნაირი ეჭვი მღრღნიდა და ვფიქრობდი, როგორც ყველა ქალს ჰგონია, ჩემი ქმარი ხომ არ მღალატობსო, მეც ეგეთი წიკები მქონდა. ახლა... არ ვიცი ბევრჯერ მიღალატა თუ მხოლოდ ერთხელ, ბევრთან თუ მხოლოდ ერთთან, მხოლოდ ერთი ვიცი დაზუსტებით, ვიდრე მე და ბავშვები დასასვენებლად ვიყავით სახლში ვიღაც ჰყავდა მოყვანილი, და რაც ყველაზე საშინელებაა ჩვენს ლოგინში ეწვინა დამუნჯებული ვარ. ვიცი მტკიცება ან ამაზე ლაპარაკი რო დავუწყო დამცინებს, ისიც კი არ ვიცი რა ვქნა. ერთადერთი რაშიც სამწუხაროდ 100% ვარ დარწმუნებული რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა და არ ვიგონებ. წარმოდგენა არ მაქვს ახლა რა ვქნა.. ხანდახან მგონია რახან სახლში მოიყვანა და აქ ჰყავდა, უცხო და სულერთი არ იყო "ის" ამას იმიტომ ვფიქრობ ბატონი ჩემი მეუღლე ყველა კაბას არ ეკოწიალება და საკმაოდ თავშეკავებულიცაა. ეს მაფიქრებინებს რომ ერთჯერადი ურთიერთობების ვარიანტს სახლში არ მოიყვანდა. მით უარესი ანუ ((( რატომ ვწერ ამას? სულიერად ვინგრევი და წარმოდგენა არ მაქვს რა ვქნა, ან რა იქნება სწორი საქციელი . ვიცი მე და ბავშვებს არ მიგვატოვებს მაგრამ ასე მგონია ფეხქვეშ მიწა გამომაცალეს, ცხოვრების ხალისიც დავკარგე", - წერს ანონიმი.

"ვიდრე მე და ბავშვები დასასვენებლად ვიყავით, ჩემს ქმარს სახლში ვიღაც ჰყავდა მოყვანილი და ჩვენს ლოგინში ეწვინა... სულიერად ვინგრევი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ვქნა"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა