თეგებით ძიება

„საერთო ჯამში უკრაინელების საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობა 82%-ია, რაც ცუდი შედეგი არაა“ - ზურა ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი კიევი დრონებით დაბომბვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„დღეს უკრაინელებმა კიევის თავზე 23 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს, 5-მა კი მიზანს მიაღწია. საერთო ჯამში უკრაინელების საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობა 82%-ია, რაც ცუდი შედეგი არაა (როდესაც ერთდროულად ბევრი საჰაერო მიზანია, ყველას ვერ აგდებ).

ვარაუდობენ, რომ როდესაც დასავლური საჰაერო სისტემები სრულად ჩავა უკარინაში, ეფექტიანობის მაჩვენებელი 90-95%-მდე გაიზრდება (100%-იანი საჰაერო თავდაცვის სისტემები ბუნებაში არ არსებობს).

რაც შეეხება ისრაელის მიერ წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათის" შესაძლო გადაცემის საკითხს. მიუხედავად ამ თემაზე ისრაელის დიასპორის მინისტრის განცხადებისა, ეს მაინც არაა მთავრობის საერთო პოზიცია. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მისი უკრაინისთვის გადაცემის შანსი ნაკლებია.

"რკინის გუმბათის" უკრაინისთვის გადაცემის შანსი გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ირანული დრონებისა და ახლა უკვე შესაძლოა ფრთოსანი რაკეტების რუსეთისთვის გადაცემის სანაცვლოდ თეირანმა ფულის გარდა მოსკოვისგან მიიღო დახმარება ბირთვული იარაღის შექმნის საკითხში“, - წერს ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს უკრაინელებმა კიევის თავზე 23 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს, 5-მა კი მიზანს მიაღწია. საერთო ჯამში უკრაინელების საჰაერო...Posted by Zura Batiashvili on Monday, 17 October 2022



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა