თეგებით ძიება
20. 10. 2022 მსოფლიო

ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს - ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.

„სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, შეერთებული შტატები დაუწესებს სანქციებს და გამოიყენებს სხვა შესაბამის საშუალებებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც დრონების გადაცემაში მონაწილეობს.

რუსეთი უკრაინაშ მიმდინარე წლის თებერვალში შეიჭრა და ომი წამიწყო, რაც ამ დრომდე გრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა