თეგებით ძიება
26. 10. 2022 მსოფლიო

არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას - რუსეთის ელჩი ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კელინის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. ამის შესახებ მან CNN-თან განაცხადა.

"რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს გამორიცხულია. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ყველა მინისტრი დაარწმუნა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს თქვეს ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტმა", - განაცხადა კელინმა.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებით არაერთხელ დაიმუქრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა