თეგებით ძიება

"მიმძიმს სიტყვებით გადმოვცე, როგორი ტკივილია ჩვენთვის ირაკლის გარდაცვალება" - რას წერს ფოთის მერი ირაკლი ხახუბიაზე?

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება ფოთის მერმა მის პირად Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

„მიმძიმს სიტყვებით გადმოვცე, როგორი ტკივილია ჩვენთვის ირაკლის გარდაცვალება... ის იყო საიმედო მეგობარი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, კაცი, რომელიც ყველას გვერდში ედგა...ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის კეთილი სული!“,-წერს ის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა