უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, მიშა ყაფლანიშვილს დღეს დაკრძალავენ
ქაშუეთის ტაძარში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, მიშა ყაფლანიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს.
მებრძოლს დღეს დაკრძალავენ. მიშა ყაფლანიშვილი 22-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.