თეგებით ძიება

„ქართველი მეცნიერის მორიგი აღიარება!“ - რა ინფრომაციას ავრცელებს დავით გოგიჩაიშვილი?

ტელეწამყვანი, ჟურნალისტი დავით გოგიჩაიშვილი, ძმის, მეცნიერ ავთანდილ გოგიჩაიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი მეცნიერის მორიგი აღიარება. მეხიკოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორს, ავთანდილ გოგიჩაიშვილს 2022 წლის საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა არქეომეტრიის განხრით მისი განსაკუთრებული წვლილისთვის მეზოამერიკული კულტურული მემკვიდრეობის არქეომატნიტურ კვლევებში.
ეს არის მე-5 ასეთი ინტერნაციონალური ჯილდო, წინა 4 გეოფიზიკაში და ახლა უკვე სხვა დისციპლინაში!“ - წერს დავით გოგიჩაიშვილი.

შეგახსენეთ, რომ გეოფიზიკოსი ავთო გოგიჩაიშვილი, 22 წელზე მეტია მექსიკაში მოღვაწეობს, რომელიც მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის (UNAM) დაქვემდებარებაში არსებულ არქეომაგნეტიზმის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს.

მისი კარიერა 200-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, დედამიწის მაგნიტური ველის კვლევას და უამრავ დაფრთიანებულ მეცნიერს მოიცავს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა