თეგებით ძიება

"4 საათი გავიდა, რაც ქარიშხალი სანაპიროს მოადგა... თითქოს ინგრეოდა ყველაფერი" - რას წერს ფლორიდაში მყოფი ქართველი?

აშშ-ის ფლო­რი­დის შტატს მე-3 კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხა­ლი „მილ­ტო­ნი“ და­ა­ტყდა თავს. Fox News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფლო­რი­დის სენტ-ლუ­სი­ის ოლ­ქში სტი­ქი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი უკვე და­ფიქ­სირ­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შე­რი­ფის ოფისს არ და­უ­ზუს­ტე­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ არის და­ღუპ­ვის „მრავ­ლო­ბი­თი შემ­თხვე­ვა“.

"მილ­ტონს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი იყოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და­სავ­ლეთ-ცენ­ტრა­ლურ ფლო­რი­და­ში“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ქა­რიშ­ხლე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა.

ქა­რიშ­ხალ­მა მთელ შტატ­ში ტორ­ნა­დო­ე­ბი გა­მო­იწ­ვია, ძლი­ე­რი ქა­რი­სა და წვი­მის გამო, მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ათა­სო­ბით წევ­რი ქა­რიშ­ხლის შემ­დეგ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მზად არის. პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წი­ნას­წარ გა­ნა­ლა­გა რე­სურ­სე­ბი და ასო­ბით პერ­სო­ნა­ლი. ბა­ი­დენ­მა ფლო­რი­და კა­ტას­ტრო­ფის ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და, რათა სტი­ქი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბა გა­ად­ვილ­დეს.

ფლო­რი­დის ქა­ლაქ ტამ­პა­ში იმ­ყო­ფე­ბა ქარ­თვე­ლი თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღ­წერს ბოლო სა­ა­თე­ბის ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე.

"ტამ­პა­ში ახლა 00:20 სა­ა­თია. 4 სა­ა­თი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ქა­რიშ­ხა­ლი ფლო­რი­დის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს მო­ად­გა. სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რეთ თით­ქოს ინ­გრე­ო­და ყვე­ლა­ფე­რი, ასე­თი შეგ­რძნე­ბა იყო. ახ­ლაც გა­და­უ­ღებ­ლად წვიმს, თუმ­ცა ქარი შე­სუს­ტდა და წვი­მა­მაც იკლო. ალ­ბათ, დი­ლამ­დე ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩე­ბა. და­სუს­ტე­ბუ­ლი მილ­ტო­ნი მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის სიმ­ძლავ­რის ქა­რიშ­ხლის სტა­ტუ­სით ფლო­რი­დის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს­კენ მი­დის.

ტამ­პა­სა და მიმ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­ში უშუ­ქო­დაა დარ­ჩე­ნი­ლი 1.6 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­თან შუქი არ ჩამ­ქრა­ლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ი­ა­რა. თუ რო­გორ და­ა­ზი­ა­ნა ქა­რიშ­ხალ­მა რე­გი­ო­ნი, დი­ლას გვე­ცო­დი­ნე­ბა.უკვე ისე მი­წყნარ­და, რომ მშვი­დად და­ძი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის".

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა