თეგებით ძიება

ეს უნდა გაეკეთებია “ოცნებას” და ვერ გააკეთა - რას ამბობს ლალი მოროშკინა?

პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრის დროს ქვეყნის მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს.

"რაც უნდა გაეკეთებია ოცნებას და ვერ გააკეთა – უნდა დაესაჯა ყველა, უნდა ჩამოეღო თაროებიდან ის საქმეები, ძალიან ბევრია დასასჯელი.

უნდა დაიწყოს ოცნებამ იმ ადამიანების გვერდში დაყენება, რომელებიც რეალურად მათთან უნდა ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ, ისე გადანაწილდა თანამდებობები, რომ ბევრი ბორტს მიღმა დარჩა.

დღესაც სამარცხვინო ამბავი ხდება სახალხო დამცველზე, ოცნებამ, მე ვფიქრობ უნდა ჩააგდოს ეს პროცესი, უარი უნდა თქვას, ამ ინსტიტუტის არსებობაზე. მესმის, რომ 12 პუნქტი აფარებული აქვთ ფარად, მაგრამ სამარცხვინოა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრი ელაპარაკებოდეს კანდიდატს და ეუბნებოდეს თითის გაშვერით, რატომ არის ახლა ვითომ საარჩევნო გარემო უკეთესი, ვიდრე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს.

ოცნებამ უნდა დაიწყოს სიმართლის ლაპარაკი.

და რაც შეეხება რესურს – უზარმაზარი რესურსია ახალი, სუფთა, პატრიოტი, პროქართული ძალების მოსასვლელად", - აცხადებს მოროშკინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა