თუ ვინმეზე ვერ ვიტყვით, რომ ოლიგარქია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი - რატი იონათამიშვილი
"ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.
"ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონს უკრაინული მოდელი დეოლიგარქიზაციის შესახებ იმიტომ, რომ ისინიც აღიარებენ ამ კანონის მიხედვითაც, თუ ვინმეზე ვერ ვიტყვით, რომ ოლიგარქია, ცხადია ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს ბუნებრივიც არის იმიტომ, რომ ეს არამხოლოდ ამ მოდელით, არამედ ლექსიკონური განმარტებითაც ასეა", - აცხადებს დეპუტატი.