თეგებით ძიება

ოლიგარქია და ოლიგარქები ცუდი არ არის, ქვეყანში მდიდარი ხალხი უნდა გვყავდეს - სახალხო დამცველობის კანდიდატის პოზიცია

რა არის ოლიგარქი, ამ შეკითხვას უპასუხა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. მაკა მინდიაშვილმა განაცხადა, რომ ოლიგარქია არ არის ცუდი და ქვეყანაში მდიდარი ხალხი უნდა გვყავდეს.

„ოლიგარქია და ოლიგარქები ცუდი არ არის. ქვეყანაში მდიდარი ხალხი უნდა გვყავდეს რა თქმა უნდა, რომ ეს ქვეყანას უნდა წაადგეს. მე იცით რისი წინააღმდეგი ვარ? პოლიტიკას არ უნდა გააკარო ოლიგარქი, რადგან ის მენტალურად არის ვაჭარი. ის არის მხოლოდ ფულზე ორიენტირებული“, - განაცხადა მაკა მინდიაშვილმა.

პარლამენტში წარდგენილი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე 12 კანდიდატს მოუსმინა. ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ 09.30 საათზე გაგრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციიის კომიტეტის წინაშე ჯემალ ნათელაშვილი წარდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა