ვარაუდია, რომ გვარამია დატოვონ ციხეში - რას ამბობს შალვა ნათელაშვილი?
"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განაჩენი ხვალ, 11:00 საათზე გამოცხადდება.
ამ ფაქტს „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.
"შეიძლება ითქვას, ოლიგარქიულ რეჟიმს თავზე ხელი აქვს აღებული და დიდი ვარაუდით, შესაძლოა, ნიკა გვარამია კვლავ დატოვონ ციხეში, რადგან ის დაპატიმრებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.
პირველი ინსტანციის განჩინების შემდეგ, ნიკა გვარამიას პროცესებმა სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.