თეგებით ძიება

„ახლა ვიცი შემომიხტებიან თამარა მაყაშვილზე დაგეშილი ადამიანები, მაგრამ...“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს.

“პროფესიულ საქმიანობაზე ანგარიშსწორება არის უდიდესი სიმდაბლე და ქაჯობა. თამარ მაყაშვილის ასე განადგურება არის არაადამიანობა. არავინ არ ვართ დაზღვეული რაიმე რომ შეგვეშალოს. ანუ ხვალ მე რაიმე რომ შემეშალოს ბოდიშის მოხდას და სინანულს აზრი არ აქვს, მაინც თუ უნდა გადამიაროთ. ეს მარგინალიზაცია თუ უკეთეს შედეგს მოიტანს კი ბატონო, მაგრა არ მოიტანს!

ბათუმის სახელმწიფო თეატრის საქციელი არის უმდაბლესი. როცა არტისტს სპექტაკლიდან ხსნი ეს არის 1937 წლის ხელწერა. თეატრი მეგონა უფრო მაღალი შემწყნარებლობის (ხაზს ვუსვამ შემწყნარებლობის და არა სოლიდარობის) ორგანიზაცია იყო.

ახლა ვიცი შემომიხტებიან თამარა მაყაშვილზე დაგეშილი ადამიანები, მათ ახლავე ვეტყვი-დიახ არ იყო ის კარგი რაც მოხდა, მეტიც ცუდი იყო, მაგრამ ეს ხომ ვთქვით ყველამ? დღეს რას ვაკეთებთ იმაზე ვსაუბრობ.

Tamara Makashvili შენ მარტო არა ხარ! მიყვარხარ მე შენ, შენი გულწრფელობითა და სილაღით, რომელიც დღეს არ გაპატიეს, მაგრამ ეს ყველაფერიც გაივლის!” - წერს დათო ლიკლიკაძე.

პროფესიულ საქმიანობაზე ანგარიშსწორება არის უდიდესი სიმდაბლე და ქაჯობა. თამარ მაყაშვილის ასე განადგურება არის...Posted by Dato Liklikadze on Tuesday, 1 November 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა