თეგებით ძიება
01. 11. 2022 მსოფლიო

მობილიზაციის დასრულებისთვის პუტინის განკარგულება საჭირო არაა - დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მობილიზაციის დასრულებისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება საჭირო არაა .

,,პრეზიდენტმა თქვა, რომ (ამ საკითხს) იურისტებთან და სამართალმცოდნეებთან განიხილავდა. გაცნობებთ: განკარგულება საჭირო არაა“, – თქვა პესკოვმა.

კითხვაზე, პუტინის მიერ აქამდე გაცემულ განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ექნება თუ არა შენარჩუნებული ძალა, პესკოვმა უპასუხა, რომ საუბარი იყო კონკრეტულად 300 000 ადამიანზე და ეს განკარგულება შესრულებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა