"ისევ ცხელდება ახლო აღმოსავლეთი" - ზურაბ ბატიაშვილი ირანში მიმდინარე პროცესებს აფასებს
საგარეო საკითხების ექსპერტი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში ირანში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
"ირანის ხელისუფლებამ შირაზისა და ყუმის მეჩეთებზე წითელი დროშები აღმართა. წითელი დროშის აღმართვა შურისძიების ნიშნადაა იქ მიჩნეული.
ბოლოს ირანში წითელი დროშები გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ აღმართეს, რასაც ერაყში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით ირანული ბალესტიკური რაკეტების გაშვება მოჰყვა.
ამ ეტაპზე საუდის არაბეთმა გამოაცხადა განგაში და შიშობს რომ თეირანი უახლოეს ხანში მასზე და რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე აპირებს თავდასხმას.
თავის მხრივ თეირანი აცხადებს, რომ ირანში უკვე ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების უკან საუდის არაბეთი, აშშ და ისრაელი დგანან.
ისევ ცხელდება ახლო აღმოსავლეთი", - წერს ბატიაშვილი.