თეგებით ძიება

მე სხვა იმედი არ მქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება - რას ამბობს ნიკა გვარამიას მეუღლე?

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება - ამის შესახებ ის ჟურნალისტებთან საუბრობს.

"დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ მოსამართლეები, ე.წ პროცესზე. მე სხვა იმედი არ მქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას. მე ნამდვილად არ მშურს დღეს ამ მოსამართლეების, რადგან ვიცი, რომ კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებიდან. ამიტომ მხოლოდ წინ და მხოლოდ საბოლოო გამარჯვებამდე.

მათ თავიანთ სინდისთან არაფერი ესაქმებათ. ისინი ვერ ჩახედავენ თავიანთ შვილებს, მომავალ თაობას თვალებში, ისინი შევლენ საქართველოს ისტორიაში, ისეთები როგორებიც ვნახეთ. რაც უფრო ნაკლებები გვეყოლებიან ასეთები, უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ მათი შვილებისთვისაც და სინდისისთვის, მაგრამ მათ კარგი პასუხი არ ელით“, - თქვა სოფო ლილუაშვილმა.


შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა