გავრცელებული ინფორაცია, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა ეროვნებით ქართველმა მოიპარა, სიცრუეა
გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი ქართველებმა მოიპარეს, სავარაუდოდ სიცრუეა.
კვარაცხელიას კუთვნილი ავტომობილის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელწერა იკვეთება.
მომხდარ დანაშაულში ქართველების ჩართულობას არცერთი იტალიური წყარო და ოფიციალური უწყება არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში 3 ნოემბერს ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს და მანქანა მოპარეს. მოგვიანებით სპორტსმენის ავტმობილი პოლიციელებმა იპოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი სამართალდამცველებმა იპოვეს, ის ეროვნებით ქართველია. მისი ვინაობა ჯერჯერობთ არ სახელდება.