თეგებით ძიება

„რუსი ოლიგარქების მიერ ევროპულ პოლიტიკაში ხელების ფათურის დრო დასრულდა, ბატონო ბიძინა“ - სალომე სამადაშვილი

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ, „ქართულ ოცნებას“ ევროპარლამენტში მძიმე დღე ექნება.

„ხვალ ევროპარლამენტში ქართულ ოცნებას მძიმე \'განკითხვის დღე\' ელოდება. მათ შორის, საკუთარი პარტნიორი, სოციალისტური პარტიიდანაც-19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა, სასამართლო რეფორმის ჩაგდება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ყველა საქმე-როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე მედიის წინააღმდეგ, რუსეთთან ფლირტი, ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი-ყველაფერზე იტყვის საკუთარ მძიმე სიტყვას პარლამენტი.

ორ ირაკლის კი, ერთი რამ დარჩებათ-ან გაიზიარონ სოციალისტური პარტიის შეფასებები, ან ქართულმა ოცნებამ განაცხადი შეიტანოს ევროპელი სოციალისტებიდან გასვლაზე, სანამ გაუგდიათ.

რუსი ოლიგარქების მიერ ევროპულ პოლიტიკაში ხელების ფათურის დრო დასრულდა, ბატონო ბიძინა“, - წერს სამადაშვილი.

ხვალ ევროპარლამენტში ქართულ ოცნებას მძიმე 'განკითხვის დღე' ელოდება. მათ შორის, საკუთარი პარტნიორი, სოციალისტური...Posted by Salome Samadashvili on Monday, 7 November 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა