თეგებით ძიება
08. 11. 2022 მსოფლიო

აშშ-ის არჩევნებში უცხო პირი ერევა? - ნედ პრაისის სპეციალური განცხადება

აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ევგენი პრიგოჟინისა და მისი „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისთვის ჯერ კიდევ, 2018 წელს დავაწესეთ სანქციები. ეს სანქციები მიმართული იყო მათ შორის იმ მავნე აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო პროცესში ერეოდნენ", - განაცხადა პრაისმა.

ცნობისთვის, დღეს ამერიკელები ხმას აძლევენ არჩევნებში, რომლის შედეგებმაც შეიძლება გამოიწვიოს რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ერთი ან ორივე პალატის კონტროლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა