თეგებით ძიება
09. 11. 2022 მსოფლიო

განეიტრალებულია დივერსანტების ჯგუფი, რომლებიც უკრაინელი სამხედრო მეთაურების მკვლელობას გეგმავდნენ - ოფიციალური უკრაინა ახალ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის განეიტრალება, რომელიც გეგმავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების მკვლელობას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.

„მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო პერსონალური მონაცემების შეგროვება და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საბრძოლო ნაწილების მეთაურების ადგილმდებარეობის შესწავლა“, - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა