თეგებით ძიება

"ერთი წამით არ იდარდო… ზურგიდან გაურკვეველი ხმები მხოლოდ იმიტომ გესმის, რომ წინ ხარ" - რას წერს პეტრე კოლხი?

მამა, პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში წერს, რომ სიკეთის კეთება არ განისაზღვრება იმით, ვინ დაგიფასებს და ვინ მეტ მადლობას გეტყვის.

"სიკეთის კეთება არ განსაზღვრო იმით, ვინ დაგიფასებს და ვინ მეტ მადლობას გეტყვის…
პირიქით, ვისაც მეტად გადაყვები, პირველი ის გადაგემტერება. თუ ოდნავ ყურადღება მოადუნე, ძველს ყველაფერს დაივიწყებს და პირველივე შანსი რომ მიეცემა, მიწასთან გაგასწორებს…
ასე რატომ ხდება?! პასუხი ძალიან მარტივია…. მხოლოდ იმიტომ, რომ ისიც შურს, შენ მასზე მეტი თუ შეძელი და დახმარების ხელი გაუწოდე…
ადამიანებს არ უყვართ ძლიერი და მათზე წარმატებული…
თუ სუსტი, დაცემული და უუნარო ხარ, შეგიცოდებენ, სხვა შემთხვევაში სულ ხლართებსა და სიძულვილში არიან…
ერთი წამით არ იდარდო… ზურგიდან გაურკვეველი ხმები მხოლოდ იმიტომ გესმის, რომ წინ ხარ…
კიდევ უფრო მეტად გაძლიერდი, კიდევ უფრო მეტად წაიწიე წინ და ის ხმებიც გაქრება…
დახმარების ხელი კი, მაინც გაუწოდე ყველას… ეს შენი სულის მდგომარეობა უნდა იყოს და არა ვალდებულება", - პეტრე კოლხი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა