"მძევლების გათავისუფლების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა “ - ანტონიო გუტერეში
მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც რეგიონი მოიცვა“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლიდერი ანტონიო გუტერეში ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავს.
როგორც ანტონიო გუტერეში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები, მათ შორის მძევლების გატაცება.
"ამ შემზარავ თავდასხმას ისრაელის და სხვა ქვეყნების 1 250-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 250-ზე მეტი ადამიანი კი გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. გვახსოვს ყველა, ვინც სასტიკად მოკლეს და ენით აღუწერელი ძალადობა მიაყენეს. გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები, მათ შორის მძევლების გატაცება.
ომს, რომელიც ერთი წლის წინანდელ საშინელ თავდასხმებს მოჰყვა, ეწირება ადამიანების სიცოცხლე და მოჰყვება პალესტინელების და ალბანელი ხალხის დიდი ადამიანური ტანჯვა.
მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც რეგიონი მოიცვა. მშვიდობის და სამართლის დროა - გაერო სრულად არის მოწოდებული ამ მიზნების მისაღწევად“, - ამბობს ანტონიო გუტერეში.
შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტები ირანის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და 1200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, დაახლოებით 250 კი ღაზას სექტორში გაიტაცეს. ამას შედეგად, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება მოჰყვა, რასაც „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე 42 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.