თეგებით ძიება

მიიღებს თუ არა ხატია დეკანოიძე ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას? - პოლიტიკოსი განმარტებას აკეთებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავს.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა წარადგინოს გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გადაყვანა.

"არა, არ განვიხილავ [მონაწილეობას], არ ყოფილა [შემოთავაზება], მე არ ვარ ადამიანი, ვის მაგივრადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ამიტომ რეალურად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობისთვის, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი მეგობრების საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგ არ ყოფილა, მე ჩემს კანდიდატურას არც განვიხილავ, არც განმიხილავს, იმიტომ რომ რეალურად ვთვლი, რომ, მათ შორის პარლამენტში და პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დემოკრატიული პროცესია და ვისაც მოუნდება, ვინც შესთავაზებს პარტიას იმ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ტრანსფერი, რა თქმა უნდა, ყველას ექნება საშუალება.არჩევნებზე ხშირად გვისაუბრია, ობიექტური უნდა ვიყო, რომ ნიკას ინიციატივა იყო თავიდანვე არჩევნები და გვქონდა ძალიან კონკრეტული პოზიცია, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ საუბარი იყო ვადებზე, ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა ვადებზე", - განაცხადა "ფორმულასთან" საუბარში დეკანოიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა