თეგებით ძიება

80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს და არც არაფერი - გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მან ექსპრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილი 80 კილოა დარჩენილი.

"პრეზიდენტმა მითხრა, რომ რაღაც გამოკვლევაზე იყო, მაგრამ ზუსტად რაზე იყო და სად არ ვიცი. უარესად არის პრეზიდეტი, ვიდრე ჩემს წინა შესვლაზე. კვირანახევრის თუ 2 კვირის წინ შევედი. ბავშვი რომ ძალიან ავად არის ისე არის მიგდებული. 80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს და არც არაფერი. დედის საფლავს გეფიცებით, სიმართლეს გეუბნებით. ყველაფერი ტკივა. კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოეყვანათ, მასაჟისტი ევრ ეკარება იმიტომ, რომ ყველაფერი ტკივა. ვერ გავიგე, ეს „ოცნების“ ლიდერშიფი რომ დაგვცინის და იძახდი, რომ აგერ სააკაშვილიანები პანიკას ტეხავენო, პარლამენტის წევრები თუ არ ხართ, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი. რად უნდა ამას ნობელის პრემიის ლაურიატების ჩამოყვანა?“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა