თეგებით ძიება
11. 11. 2022 მსოფლიო

ხერსონიდან 30 000-ზე მეტი ჯარისკაცი გავიყვანეთ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ხერსონიდან 30 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე გაიყვანეს.

"ყველა რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც შესაკეთებელი იყო, ამოღებულია და სარემონტო განყოფილებებმა ახლა დაიწყეს შეკეთება. არც ერთი ტექნიკა და იარაღი არ დარჩა, ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე მარცხენა სანაპიროზე გადაიყვანეს“, - თქვა კონაშენკოვმა.

მისივე თქმით, სამხედროების გაყვანის დროს მსხვერპლი არ ყოფილა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა