თეგებით ძიება
12. 11. 2022 მსოფლიო

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 80 210 ჯარისკაცი გაანადგურეს - ქვეყნის გენშტაბი ახალ მონაცემებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 80 210 ჯარისკაცი გაანადგურეს.

"უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2 838 ტანკს, 5 730 ჯავშანტექნიკას, 1 829 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 278 საბრძოლო თვითმფრინავს და 261 ვერტმფრენს, 4 279 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1 506 უპილოტო საფრენ აპარატს, 160 ერთეულ სპეცტექნიკას, 399 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა