თეგებით ძიება
14. 11. 2022 მსოფლიო

"ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენ მოკავშირე თურქეთს" - იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"შოკისმომგვრელი კადრები სტამბოლიდან. ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულს და თურქ ხალხს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენ მოკავშირე თურქეთს“, – წერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა